სტაფილო - 7-8 ცალი
შაქარი - 150 გრ.
ვანილი -1 შეკვრა ან 7-8 წვეთი
ლიმონი - 2 ცალი (ცედრა)
მუსკატი – ½ ჩაის კოვზი
დარიჩინი – ½ ჩაის კოვზი
ქვაბში მოათავსეთ საშუალო ზომებად დაჭრილი, გათლილი სტაფილო. დაასხით დაახლოებით 500 მლ. წყალი და დაამატეთ შაქარი. ადუღეთ მანამ, სანამ სტაფილო ბოლომდე არ მოიხარშება და სიროფი არ გასქელდება.
დაამატეთ დარიჩინი, ვანილი და მუსკატი. მიღებული მასა დააბლენდერეთ. მოახეხეთ ლიმონის ცედრა და მიიირთვით გახუხულ პურთან ან მაჭკატებთან ერთად.