სატაცურის მობრაწულა
-
40 წუთი
-
საშუალო
-
4
ინგრედიენტები
600-700 გ სატაცური
350 მლ რძე
35 გ კარაქი
35 გ ფქვილი
1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
მწიკვი მარილი, პილპილი, მუსკატი
50 გ ყველი გრუიერი ან გრანა
1 მუჭა მოხალული ფსტა
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
მომზადების ინსტრუქცია
აადუღეთ წყალი მოზრდილი ქვაბით, სატაცურს მოაჭერით უხეში ღეროები, გარეცხეთ და მდუღარე წყალში მოწალეთ 2-3 წუთი. მოწალული სატაცური მომენტალურად გადაიტანეთ ყინულიან წყალში – ასე შეინარჩუნებს ხასხასა მწვანე ფერს.
მოვამზადოთ ბეშამელის სოუსი: ქვაბში დავადნოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი და მოვხალოთ, ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავასხათ ცხელი რძე და კარგად გავთქვიფოთ, ფქვილი რომ გაიხსნას, მოვხარშოთ 3 წუთი, ვურიოთ განუწყვეტლივ, სოუსი შესქელდება. დავამატოთ მდოგვი, მარილი, პილპილი და მუსკატი.
ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩავასხათ სოუსის ⅓, განვალაგოთ მოწალული სატაცური, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ დარჩენილი სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ 30-35 წუთი ან ვიდრე ყველი ოქროსფრად არ შეიფერება.
მირთმევის წინ ვაფორმებთ დაჭრილი ფსტით.