მოცვის გალეტი

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 6

მოცვის გალეტი

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

500 გ მოცვი

1 სავსე ს.კ სიმინდის სახამებელი

3 ს.კ შაქარი

½ ლიმონის წვენი და ცედრა

 

ცომისთვის:

260 გ ფქვილი

70 გ შაქრის პუდრი

მწიკვი მარილი

125 გ კარაქი

1 კვერცხის გული

3 ს.კ ცივი წყალი

6 ს.კ ნუშის ფანტელი

2 ს.კ რძე

1 კვერცხის გული


 

მომზადების ინსტრუქცია

მოცვი, შაქარი, სიმინდის სახამებელი, ლიმონის ცედრა და წვენი მოათავსეთ ქვაბში, შემოდგით საშუალო ცეცხლზე, როდესაც მასა წამოდუღდება, წვენს გამოუშვებს და შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

ცომის მოსამზადებლად აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი და ცივი კარაქი. ურიეთ ფქვილისებური მასის მიღებამდე, ხელით ან კომბაინში. დაუმატეთ მსუბუქად ათქვეფილი 1 კვერცხის გული და წყალი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გადაფუთეთ გრინში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.ცომი გაყავით 6 თანაბარ გუნდად (შეგიძლიათ გააკეთოთ 1 დიდი გალეტიც), გააბრტყელეთ ფქვილის დახმარებით, ცენტრში ჩადეთ მოცვის გულსართი, გადაუკეცეთ გვერდები, ფუნჯით გადაუსვით ერთმანეთში არეული კვერცხის გული და რძე. მოაყარეთ ნუშის ფანტელები და აცხვეთ 20-30 წუთი ან ვიდრე არ გაოქროსფრდება.

მიირთვით თბილი, ვანილის ნაყინთან ერთად.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები