3 კვერცხი
200 გ ლერწმის შაქარი
1 ¾ ჩ.კ საცხობი ფხვნილი
¼ ჩ.კ სოდა
¼ ჩ.კ მარილი
½ ჩ.კ დარიჩინი
200 გ კარაქი
200 გ ფქვილი
80 გ ფსტის ფქვილი (ნუშის ან ნიგვზის)
3 – 4 სტაფილო (250 გ)
180 გ ლაბნე
30 გ შაქრის პუდრი
3 ს.კ სტაფილოს წვენი
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. Მოამზადეთ მართკუთხა საცხობი ყალიბი, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, ზედმეტი ფქვილი გადმობერტყეთ ან ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. Მსხვილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო, აწონეთ 250 გრამი.
გაადნეთ კარაქი და შეაგრილეთ. კვერცხი, შაქარი, მარილი, საცხობი ფხვნილი და სოდა ათქვიფეთ მიქსერით, უნდა მიიღოთ ფაფუკი, ღია ფერის მასა. ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, კვერცხიან მასაში წვრილი ნაკადით ჩაასხით კარაქი, თქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
ფქვილი და ფსტის ფქვილი გააერთიანეთ, დააყარეთ კვერცხიან მასას და მოურიეთ კოვზით, ამ ეტაპზე თქვეფა საჭირო აღარ არის, მხოლოდ მსუბუქი მორევა. Ბოლოს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, ამოურიეთ და მიღებული ცომი გადაიტანეთ ყალიბში. აცხვეთ 50-70 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ხის წკირით, რომელიც მშრალი უნდა ამოვიდეს კექსის შუაგულიდან. ღუმელიდან გამოღების შემდეგ 10-15 წუთში ამოიღეთ ყალიბიდან და გადადეთ გრილზე.
გამომცხვარი კექსი გააგრილეთ და მოამზადეთ ლაბნეს მსუბუქი კრემი. აურიეთ ლაბნე, შაქრის პუდრი და 2-3 ს.კ სტაფილოს წვენი, სასურველი სისქე დაარეგულირეთ წვენით. Მიღებული კრემი გადაუსვით კექსს და გემრიელად მიირთვით.