მოცვის ნაყინი

  • 30 წუთი
  • საშუალო
  • 10

მოცვის ნაყინი

  • 30 წუთი
  • საშუალო
  • 10

ინგრედიენტები

450გ ნაღები 35-36%-იანი 

250გ მასკარპონე 

400გ შედედებული რძე 

ვანილის ექსტრაქტი 

500გ მოცვი 

200გ შაქარი 

1ც ლაიმი (წვენი,ცედრა)

100გ შოკოლადის ფილა 

40გ ორცხობილა  

მომზადების ინსტრუქცია

თავდაპირველად მოვამზადოთ მოცვის მასა:
გარეცხილ მოცვს მოვაყაროთ შაქარი, ლაიმის ცედრა და წვენი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე, 7-8 წუთით. მიღებული მასა გავაგრილოთ.

სანამ მოცვის მასა გრილდება, მიქსერით ავთქვიფოთ მასკარპონე, შედედებული რძე და ვანილის ექსტრაქტი ერთფეროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ ცალკე ათქვეფილი მყარი ნაღების მასა და გადავურიოთ ხელით. გაერთიანებულ მასას დავამატოთ მოცვი. 

ნაყინის სასურველ ფორმაში ფენა-ფენა მოვაბნიოთ დაჭრილი შოკოლადის ფილა და ორცხობილა. ნაყინს დავაფაროთ სამზარეულო ცელოფანი და შევინახოთ საყინულეში მთელი ღამით (მინიმუმ 6 საათი).

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები