2 ცალი მწიფე/რბილი ავოკადო
1 ცალი მწიფე ბანანი
400 გ თუნუქის ქილის ქოქოსის რძე
2 ს.კ. ლიმონის წვენი
3 ს.კ. დამატკბობელი - აგავე ან ნეკერჩხლის სიროფი (თუ ტკბილი არ გინდათ, შეგიძლიათ გამოტოვოთ)
1 მუჭი ნედლი პიტნა (შეგიძლიათ იმპროვიზირება და პიტნა ჩაანაცვლოთ ბაზილით ან ქინძითაც კი)
მოსართავად შოკოლადის ღილები, მოხალული ნუში და პიტნის ფოთლები
ქოქოსის რძის თუნუქის ქილა წინა ღამით მაცივარში მოათავსეთ, რომ გამყარდეს. სანამ ნაყინის მომზადებას დაიწყებთ, მაცივარში გააცივეთ კონტეინერი, რომელშიც მზა ნაყინს მოათავსებთ.
ბლენდერში ათქვიფეთ კანგაცლილი და კურკაგამოცლილი ავოკადო, კანგაცლილი ბანანი, ქოქოსის რძის ქილიდან მხოლოდ გამაგრებული ნაწილი, ლიმონის წვენი, დამატკბობელი (თუ იყენებთ) და მწვანილის ფოთლები. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა გადმოიტანეთ გაციებულ კონტეინერში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, გამყარებამდე. სერვირებამდე 10 წუთით ადრე გამოიღეთ, ოდნავ გალღვეს და ამოიღეთ ნაყინის კოვზით. შეგიძლიათ მოაყაროთ შოკოლადის ღილები, მოხალული ნუში და პიტნის ფოთლები.