ლიმონის ტარტი

  • 3 საათი
  • საშუალო
  • 10

ლიმონის ტარტი

  • 3 საათი
  • საშუალო
  • 10

ინგრედიენტები

ტარტის ცომი:

100 გ კარაქი

200 გ ფქვილი

30 გ შაქრის პუდრი

მწიკვი მარილი

1 კვერცხის ცილა

ლიმონის კრემი:

200 გ ლიმონის წვენი

3 კვერცხი

160 გ შაქარი

5 გ ჟელატინის ფირფიტა (ოქრო)

100 გ კარაქი

შვეიცარიული მერინგი:

100 გ კვერცხის ცილა

150 გ შაქარი

1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

მწიკვი მარილი

მომზადების ინსტრუქცია

ცომის მოსამზადებლად კარაქი, შაქრის პუდრი, მარილი და ფქვილი ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავუმატოთ კვერცხის ცილა და მოვზილოთ ცომი. შევფუთოთ საკვებ პარკში და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.

გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსზე.

ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ საცხობ ყალიბებში (დაახლოებით 10 ცალი გამოგივათ), კარგად მოვარგოთ, დავუჩხვლიტოთ ძირი და გამოვაცხოთ, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.
გამომცხვარი ტარტები ცხელივე ამოვიღოთ ყალიბიდან და გავაგრილოთ.

კრემის მოსამზადებლად ცივ წყალში დავალბოთ ჟელატინის ფირფიტები.
ქვაბში მოვათავსოთ ლიმონის წვენი, კვერცხი და შაქარი, შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე, განუწყვეტელი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღებისთანავე მოვხსნათ ცეცხლიდან და გავატაროთ საწურში. მომენტალურად, ცხელშივე ჩავაგდოთ გაწურული ჟელატინი და მოვურიოთ, რომ დადნეს და გაიხსნას.
ჩავაგდოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და კრემი დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით (თუ არ გაქვთ, უბრალოდ კარგად გადათქვიფეთ).
კრემი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე კონტაქტურად შეფუთული. 

შვეიცარიული მერინგის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და შაქარი მოვათავსოთ ჯამში. ქვაბით ავადუღოთ წყალი და შემოვდგათ ჯამი ორთქლის აბაზანაზე, ვურიოთ სათქვეფით, ცილა უნდა გაცხელდეს და შაქარი დადნეს, დაახლოებით 82 გრადუსამდე.
ცხელი მასა გადაგვაქვს მიქსერის ჯამში და ვიწყებთ ცილის ამოყვანას, ვამატებთ მწიკვ მარილს და ლიმონის წვენს. ვთქვეფთ, ვიდრე მასა არ გამყარდება და პრიალა, ფაფუკ ბეზედ არ გადაიქცევა.

ნამცხვრის ასაწყობად კრემს ვანაწილებთ ტარტებში, კოვზით დავადებთ მერინგს და ბრტყელი დანით ვუკეთებთ პიკებს, შემდეგ კი კარამელიზატორის დახმარებით მოვწვავთ ზედაპირს. მირთმევის წინ 1-2 საათი ვაცივებთ მაცივარში.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები