სტაფილოს ნამცხვრის ნამუს ვერსია ვეგანურია და არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს, ფქვილს და ზეთს. გაჯერებულია უჯრედისით, ბეტაკაროტინითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე ცხიმებითა და ცილებით.
ცომი
30გ ნიგოზი
45გ ქოქოსის ფანტელი
220გ შვრიის ფანტელი
1ჩკ დარიჩინი
1/8ჩკ მიხაკი
1/8ჩკ მუსკატი
მწიკვი მარილი
225გ სტაფილო
150გ ფინიკი (კურკაგამოცლილი, ჩალბობილი)
1ჩკ ჯანჯაფილი (ნედლი, წვრილად დახეხილი)
კრემი
240გ ქოქოსის რძე
20გ სახამებელი
2სკ მშრალი დამატკბობელი (ერითრითოლი)
1ჩკ ვანილის ექსტრაქტი
150გ ქეშიუ (ჩალბობილი)
70გ თხევადი დამატკბობელი (ნეკერჩხლის სიროფი, აგავე)
40გ ქოქოსის ზეთი (გამლღვალი)
მარციპანის სტაფილო
45გ ნუშის ფქვილი (კანგაცლილი დაფქული ნუში)
35გ ერითრითოლი
15გ სტაფილოს წვენი
მწვანილი მოსართავად
ცომის მომზადება
კომბაინში დააქუცმაცეთ ნიგოზი და ქოქოსის ფანტელი, დაუმატეთ შვრია და სუნელები. მიღებული მასა გადაიტანეთ ჯამში. კომბაინში დააქუცმაცეთ სტაფილო, დაუმატეთ ფინიკი და ჯანჯაფილი. ცომი უნდა გამოვიდეს წებოვანი, თუმცა არა ერთგვაროვანი.
ცომის ნახევარი ჩავდოთ ფორმაში (ზომით 18*18 სმ) და გავყინოთ კრემის მომზადებამდე.
კრემის მომზადება
ქოქოსის რძე, სახამებელი და ერითრითოლი შევურიოთ პატარა ქვაბში და წამოვადუღოთ. ვურიოთ, იდუღოს 1 წუთი, რომ შესქელდეს. კრემის დანარჩენი ინგრედიენტები დავაბლენდროთ. ბლენდერში დავამატოთ ქვაბში არსებული მასა და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
კრემის ნახევარი დავასხათ ცომის პირველ ფენას და ისევ შევყინოთ. კრემის გაყინვის შემდგომ დავადოთ ცომის მეორე ფერა, კრემის დარჩენილი ნახევარი და ისევ გავყინოთ.
მარციპანის მომზადება
კომპაინში გავთქვიფოთ ფქვილი და დამატკბობელი, დავამატოთ სითხე. მივცეთ სტაფილოს ფორმა, გავაფორმოთ ქინძის ან ოხრახუშის ფოთლებით.
მორთვა და შენახვა
ნამცხვარი ამოიღეთ ფორმიდან, გაალღვეთ და დაჭერით. თითოეული ნაჭრი მორთეთ მარციპანის სტაფილოთი.
შეინახეთ მაცივარში 3-5 დღე ან საყინულეში 2-3 თვე (ამ შემთხვევაში, მირთმევამდე გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30წთ).