12 ცალი ჰალაპენიო
120 გ კრემ-ყველი
50 გ ყველი ჩედარი
1 ს.კ. დაჭრილი მწვანე ხახვი
1 კბილი ნიორი ან ½ ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
50 გ საფანელი
მწიკვი მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გავაცხელოთ ღუმელი 210 გრადუსზე.
ჰალაპენიო გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ თესლები და რბილობი, რაც ყველაზე ცხარე ნაწილია წიწაკაში, მიუხედავ ამისა, მაინც საკმაოდ ცხარე წიწაკაა, გაითვალისწინეთ. უმჯობესია ხელთათმანებით მუშაობა.
ჯამში ავურიოთ კრემ-ყველი, გახეხილი ჩედარი, მწვანე ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი ან ნივრის ფხვნილი, მარილი სურვილისამებრ. მასა გავანაწილოთ წიწაკებში, მოვაყაროთ საფანელი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მოვათავსოთ საცხობ ლანგარზე (საცხობი ქაღალდით) და გამოვაცხოთ 15-20 წუთი ან ვიდრე ოქროსფრად არ მოიბრაწება.