3 სენდვიჩის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
6 ნაჭერი მთელ-მარცვლოვანი პური
2 კიტრი
2 კვერცხი
4 ს.კ. კრემ ყველი/ლაბნე
2 ს.კ.. ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
ოხრახუშის ფოთლები
მარილი, პილპილი გემოვნებით
მოხარშეთ კვერცხი 10-12 წუთი, გაფცქვენით და დაჭყლიტეთ ჩანგლით, შეურიეთ კრემ-ყველი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი, დაჭრილი მწვანილი. პურის ექვსივე ნაჭერს გადაუსვით კვერცხის მასა, 3 პურს დაადეთ თანაბრად დაჭრილი კიტრი, დააფარეთ მეორე პურის ნაჭერი და დატკეპნეთ ხელის გულით. მიირთვით ან ჰერმეტული კონტეინერით წაიყოლეთ თან.