საკონდიტრო კრემი:
500 მლ. რძე
4 კვერცხის გული
110 გ შაქარი
55 გ სიმინდის სახამებელი
40 გ კარაქი
30 გ თეთრი შოკოლადი
ბისკვიტი:
6 კვერცხი
100 გ შაქარი
100 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
400 გ კივი
2 ფორთოხალი
პიტნის ფოთლები
შაქრის პუდრი
კრემის მოსამზადებლად რძე შემოვდგათ ცეცხლზე ქვაბით.
ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, დავუმატოთ სახამებელი და ვურიოთ სრულ გახსნამდე.
როდესაც რძე ადუღდება, ნახევარი ჩავასხათ კვერცხის გულებიან ჯამში, გავთქვიფოთ, დავამატოთ რძის მეორე ნახევარი, კარგად ავურიოთ, დავაბრუნოთ ქვაბში და მოვხარშოთ კრემი განუწყვეტელი მორევით, ხელის სათქვეფით, 3-4 წუთი.
კრემი გადმოვასხათ სუფთა ჯამში, ჩავყაროთ შოკოლადის ღილები და კუბებად დაჭრილი კარაქი, კარგად ავურიოთ, ვიდრე ერთგვაროვან პრიალა მასას არ მივიღებთ. კრემი შევფუთოთ კონტაქტურად და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე.
ბისკვიტის მოსამზადებლად გავაცალკეოთ კვერცხის გულები ცილას. ცილა ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთად მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე, როდესაც აქაფდება, დავუმატოთ შაქრის ნახევარი, ვთქვიფოთ ვიდრე ფაფუკ მასას არ მივიღებთ.
გულები ავთქვიფოთ შაქრის დარჩენილ ნახევართან ერთად, ვიდრე ფუმფულა, ღია ფერის მასას არ მივიღებთ.
კვერცხის ცილა და ფულები გავაერთიანოთ, ფრთხილად, ნიჩბის დახმარებით ამოვურიოთ, დავაცრათ ფქვილი და გადავურიოთ წრიული მოძრაობით, ქვევიდან ზევით.
პერგამენტ დაფენილ საცხობ ლანგარზე გადავანაწილოთ ბისკვიტის ცომი და გამოვაცხოთ 11-12 წუთი. გავაგრილოთ ცხაურაზე რამდენიმე წუთით, შემდეგ გადმოვიტანოთ მეორე ქაღალდზე, ავაცალოთ ზედა პერგამენტი, რაზეც გამოცხვა, და გადავახვიოთ რულეტად. ამ მდგომარეობაში გავაგრილოთ.
უკვე გაგრილებული რულეტი გავშალოთ, გადავუსვათ ათქვეფილი კრემი, გავანაწილოთ დაჭრილი ხილი და კვლავ გადავახვიოთ. გავაგრილოთ მაცივარში მინიმუმ 3 საათით.
სერვირებისას მოვაყაროთ შაქრის პუდრი და მოვრთოთ ხილით.