4 ვაშლი გოლდენი
60 გ თხილეულის მიქსი + ქიშმიში
100 გ ლურჯი ყველი
თაფლი სურვილისამებრ
10 გ კარაქი
გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
თხილეული დავჭრათ წვრილად.
ვაშლებს მოვაჭრათ თავი, ამოვიღოთ გული, გავანაწილოთ თხილეულის და ქიშმიშის მიქსი, დავადოთ ყველი, შევფუთოთ ფოლგით და გავუშვათ ღუმელში 30 წუთით.
დროის გასვლის შემდეგ, მოვხსნათ ფოლგა, გავანაწილოთ კარაქის კუბები და გავაგრძელოთ ცხობა 20-30 წუთი ან მზადყოფნამდე.
მიირთვით თბილი.