ჩიას პუდინგი მოცვით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ჩიას პუდინგი მოცვით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

200 გ მოცვი

2 ს.კ. ჩია

200 მლ ნუშის რძე

200 გ გაწურული მაწონი

1-2ჩ.კ. თაფი

რამდენიმე მოცვი, პიტნის ფოთოლი და იასამნის ყვავილი გასაფორმებლად

მომზადების ინსტრუქცია

ჩია რომ სწრაფად გავაღვივოთ, შეგვიძლია დავუმატოთ ¼ ჭიქა თბილი წყალი, ვურიოთ, ვიდრე მოცულობა არ გაორმაგდება და წებოვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ ვამატებთ ნუშის სასმელს ან სხვა რძეს, ჩვენი გემოვნებით.
მოცვს ვჭყლეტთ ჩანგლით და ვურევთ ჩიას მასას, სურვილისამებრ ვამატებთ თაფლს.
გაწურულ მაწონს ვატკბობთ თაფლით ან სხვა დამატკბობლით, თქვენი გემოვნებით. 
ქილებში ვათავსებთ მოცვის ფენას, შემდეგ მაწვნისას. ვრთავთ პიტნის ფოთლებით, იასამნის ყვავილებით და კენკრით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები