500 გ მაღალპროცენტიანი ხაჭო
2 ს.კ. არაჟანი
45 გ ჟელატინი (ან 17ც. ფირფიტა - გოლდი)
1 ჩ.ჭ. რძე
150 გ მარწყვი
50 გ ქიშმიში
50 გ ნიგოზი
200 გ შაქარი
2 ც. კვერცხის გული
მწიკვი მარილი
მწიკვი ვანილი
500 გ მაღალპროცენტიანი კარაქი
მარწყვის ჟელეს მოსამზადებლად დააბლენდერეთ მარწყვი და გადაწურეთ, რომ წიპწები არ გაჰყვეს. დაამატეთ წყალი ისე, რომ მიიღოთ თხელი მასა (წვენი დაატკბეთ სურვილისამებრ).
ცალკე ჯამში ჩაასხით ცივი წყალი და დაალბეთ ჟელატინის ფირფიტა (10 ცალი გოლდი, ფხვნილის შემთხვევაში 25 გ). მიღებული მარწყვის წვენი (800გ) დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ გაწურული, დარბილებული ჟელატინის ფირფიტები. ინტენსიური მორევით გახსენით ჟელატინი ბოლომდე, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
საცხობ ფორმაში ჩააფინეთ მარწყვის თხელი ნაჭრები და დაასხით მიღებული სითხე. დააყოვნეთ მაცივარში მის სრულ გამყარებამდე (1 – 1.5 საათი).
მარწყვის მასის გამყარებამდე შეგიძლიათ მოამზადოთ ხაჭოს მასა. 500გ ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, არაჟანი, დარბილებული კარაქი და ორი კვერცხის გული. დააბლენდერთ ერთგვაროვანი, კრემისებრის მასის მიღებამდე. დაამატეთ მწიკვი მარილი და ვანილი.
ცალკე ჯამში დაალბეთ ჟელატინის 7 ფირფიტა (ფხვნილის შემთხვევაში 20გ) და ერთ ჩაის ჭიქა რძეში გახსენით იგივე მეთოდით. რძის და ხაჭოს მასა გააერთიანეთ და დაუმატეთ ქიშმიში და მოხალული ნიგოზი. ხაჭოს მზა მასა დაასხით უკვე გამყარებულ მარწყვის ჟელეს, გადააკარით სამზარეულოს პარკი და შეინახეთ მაცივარში კიდევ 4-5 საათით.
დესერტის ფორმიდან მარტივად ამოსაღებად, ფორმა მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე 5-10 წამით, დანის წვერით მოაცილეთ დესერტი ფორმას და გადმოაპირქვავეთ სასურველ ლანგარზე.