ბისკვიტი:
6 ც. კვერცხი
100 გ შაქარი
100 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
კრემი:
300 გ 35%-იანი ნაღები
225 გ მასკარპონე
80 გ შაქრის პუდრი
½ ლიმონის ცედრა
400 გ მარწყვი
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. საცხობ ფირფიტას დადეთ საცხობი ქაღალდი.
ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად, თქვიფეთ ვიდრე ფაფუკ მასას არ მიიღებთ, ეტაპობრივად დაამატეთ შაქრის ნახევარი და კარგად ამოიყვანეთ მიქსერით.
კვერცხის გულები და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი ცილა, დააცერით ფქვილი და სპატულას დახმარებით წრიულად მოურიეთ, მოძრაობით ზევიდან ქვემოთ, ცომმა უნდა შეინარჩუნოს ფაფუკი კონსისტენცია.
ცომი გადაიტანეთ ქაღალდ დაფენილ საცხობ ფირფიტაზე, გადაანაწილეთ თანაბრად და გამოაცხვეთ 10-12 წუთი.
გამომცხვარი ბისკვიტი გადმოიტანეთ ცხაურაზე და ოდნავ გააგრილეთ. დაადეთ მეორე საცხობი ქაღალდი, ამოატრიალეთ, ააცალეთ ქვედა ქაღალდი, რაზეც გამოცხვა, და ახალ ქაღალდთან ერთად სიგრძეზე გადაახვიეთ რულეტად, ასე გააგრილეთ.
კრემის მოსამზადებლად მიქსერით ათქვიფეთ ნაღები და შაქარი, ცალკე ათქვიფეთ მასკარპონე და ორი მასა ერთმანეთს შეურიეთ ფრთხილად, დაუმატეთ ცედრა.
დაჭერით მარწყვი თხელ ნაჭრებად, რამდენიმე ცალი გადაინახეთ გასაფორმებლად.
გაშალეთ რულეტი, გადაუსვით კრემის 2/3, დაალაგეთ მარწყვი, გადაახვიეთ, გააფორმეთ დარჩენილი კრემით, მარწყვით და ცედრით.