ვეგანური რიკოტა
• ¼ ჭიქა ტოფუ
• ¼ ჭიქა ქეშიუს კრემ-ყველი
• 1 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი
• 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
• ¼ ჩკ მარილი
ბეგქონდარას სიროფი
• ¼ ჭიქა წყალი
• ¼ ჭიქა ნეკერჩხლის ან ფინიკის სიროფი
• 1 ჩ.კ. ბეგქონდარა
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი
შემწვარი მსხალი
• 2 ცალი მსხალი (გათლილი)
• 1 ს.კ. ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი
• მწიკვი მარილი
ვეგანური რიკოტასთვის აურიეთ ჯამში ქეშიუს კრემ-ყველი, ნეკერჩხლის სიროფი, ლიმონის წვენი და მარილი. ჩააფშვენით ტოფუ და ჩააყარეთ ლიმონის ცედრა.
ბეგქონდარას სიროფისთვის წამოადუღეთ წყალი, ნეკერჩხლის სიროფი და ბეგქონდარა. დაბალ ცეცხლზე 5 წუთი იდუღოს. სითხე შესქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან, გაწურეთ, რომ ბეგქონდარა მოაცილოთ. შეურიეთ ლიმონის წვენი და შეაგრილეთ.
მსხალი ოთხად გაჭერით, ამოაცალეთ თესლები და მოაყარეთ ცოტა მარილი. გაახურეთ ტაფა, მოასხით ზეთი და მსხლის თითოეული გვერდი შეწვით დაახლოებით 2-3 წუთი, ვიდრე გაყავისფრებას დაიწყებს.
სერვირებისთვის პატარა თეფშზე დადეთ დაახლოებით 3-4 სუფრის კოვზი რიკოტა, 2-3 ნაჭერილი ახლად შემწვარი მსხალი და მოასხით ბეგქონდარას სიროფი. მორთეთ ნედლი ბეგქონდარას ან პიტნის ფოთლებით.