ტკბილი სიმინდის მაფინები

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 12

ტკბილი სიმინდის მაფინები

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 12

ინგრედიენტები

250 გ ფქვილი

10 გ საცხობი პუდრი

1 ჩ.კ. მსხვილი მარილი

⅓  ჩ.კ. პილპილი

150 გ ყველი ჩედარი

150 გ მოხარშული ტკბილი სიმინდის მარცვლები

3 ღერო მწვანე ხახვი

3 ღერო ოხრახუში

2 კვერცხი

100 გ სიმინდის ზეთი

250 გ რძე

მომზადების ინსტრუქცია

მოვხარშოთ სიმინდი 20-25 წუთი ან მზადყოფნამდე, გავაგრილოთ და გავაცალკეოთ მარცვლები ტაროსგან.
გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსზე.
მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, საცხობი პუდრი, მარილი, პილპილი და ავურიოთ.
გავხეხოთ ყველი, დავჭრათ მწვანილი.
მეორე, მომცრო ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ზეთი და რძე.
ფქვილიან ჯამში ჩავასხათ კვერცხიანი მასა და კარგად ავურიოთ. დავუმატოთ გახეხილი ყველი, სიმინდი, დაჭრილი მწვანილები და კარგად მოვურიოთ.
გადავანაწილოთ წინასწარ ცხიმწასმულ მაფინის ფორმებში და ვაცხოთ 30-35 წუთი ან მზადყოფნამდე.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები