სტაფილოს ენერგიის ბურთები

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 15

სტაფილოს ენერგიის ბურთები

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 15

ინგრედიენტები

3 პატარა სტაფილო

1 ჭიქა ფინიკი

½ ჭიქა ნუში

½ ჭიქა შვრია

მწიკვი მარილი

½ ჩ.კ.  დარიჩინი

¼ ჩ.კ. კურკუმა

¼ ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი

მომზადების ინსტრუქცია

ნუში სასურველია დაალბოთ წყალში 1 ღამით. 
სტაფილო გათალეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. დანარჩენი ინგრედიენტები დაატრიალეთ ფუდ პროცესორში, ვიდრე კარგად არ დაქუცმაცდება. შეურიეთ სტაფილო და კიდევ რამდენიმე წამით ატრიალეთ. 
უნდა მიიღოთ წებოვანი მასა.
აქ აჯობებს ხელთათმანებით იმუშაოთ, რადგან კურკუმას სიყვითლე დიდხანს დაგაჩნდებათ ხელებზე. გააკეთეთ ბურთები, დაახლოებით ჩაის კოვზის ოდენობის მასით. მირთმევამდე შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით.
მაცივარში ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ინახება 1 კვირამდე. 

ეს უშაქრო, ვეგანური/სამარხვო ენერგიის ბურთები, იდეალური ხემსია შინ თუ გარეთ მისართმევად.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები