300 გ მარწყვი
800 მლ ქოქოსის რძე
200 მლ ქოქოსის ნაღები
180 გ შაქარი ან სხვა დამატკბობელი
ვანილის ექსტრაქტი სურვილისამებრ
10 გ აგარის პუდრი
მარწყვი დაატრიალეთ ბლენდერში ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ქოქოსის რძე, შაქარი და აგარის პუდრი ქვაბით შემოდგით ცეცხლზე, ადუღეთ 8-10 წუთი, რომ აგარი სრულად გაიხსნას, ურიეთ ხელის სათქვეფით. ჩაამატეთ მარწყვი (აქვე ვანილის ექსტრაქტიც) და წამოადუღეთ. გადმოდგით და დაუმატეთ ქოქოსის ნაღები. კარგად აურიეთ.
გაანაწილეთ ჭიქებში და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, მასა მალევე გამყარდება. გააფორმეთ მარწყვის ნაჭრებით და პიტნის ფოთლებით. მიირთვით ოთახის ტემპერატურის ან შეინახეთ მაცივარში.