ჟოლოს ტარტი

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 10

ჟოლოს ტარტი

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 10

ინგრედიენტები

ძირი:

150გ ჭიქა შვრია

100გ ნუში

50გ ქოქოსის ზეთი (გამლღვალი)

30გ აგავე ან ნეკერჩხლის სიროფი

 

ჯემი:

200გ ჟოლო

65გ წყალი

30გ აგავე ან ნეკერჩხლის სიროფი

40გ ჩია

1 ჩ.კ. აგარ-აგარი (ვეგანური ჟელატინი)

 

მუსი:

1 ქილა (400 გ) ქოქოსის კრემი

60გ აგავე ან ნეკერჩხლის სიროფი

40გ ქოქოსის ზეთი

100გ ქეშიუ (ჩალბობილი)

50 ჟოლო (ჟოლოს გარეშე მიიღებთ თეთრ მუსს, ჟოლოს დაამატებით - ვარდისფერს)

მომზადების ინსტრუქცია

ძირისთვის შვრია და ნუში დაატრიალეთ კომბაინში. დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და დამატკბობელი. ტარტის რკინის ფორმას წაუსვით ქოქოსის ზეთი ფუნჯით და ჩადეთ ცომი. თითები დაისველეთ, რომ არ მიგეკრათ. ცომი აიყვანეთ ფორმის კედლებზე ბოლომდე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. ფორმებიდან ამოიღეთ გაგრილების შემდგომ. 
ჯემისთვის ჟოლო და წყალი წამოადუღეთ. დაუმატეთ ჩია, დამატკბობელი და აგარ-აგარი (დამატებამდე აგარ-აგარი უნდა გახსნათ 2-3 ს.კ. ცივ წყალში). ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი, შესქელებამდე. შეგრილებული ჯემი დაასხით გამომცხვალ ძირს, ისე, რომ დარჩეს ადგილი მუსისთვის.
მუსისთვის ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. გამომგცხვარ ჯემიან ტარტს მუსი შეგიძლიათ დაადოთ კოვზით ან კრემის მოსართავით.
შეგიძლიათ მინი ტარტების ნაცვლად გააკეთოთ ერთი მთლიანი ტარტიც.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები