მოცვის სმუზი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 1

მოცვის სმუზი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 1

ინგრედიენტები

ტკბილი სმუზი
•    200გ ქოქოსის რძე
•    100გ ბანანი (გაყინული)
•    100გ მოცვი (გაყინული)
•    1 ს.კ. დამატკბობელი (ნეკერჩხლის სიროფი, აგავე)

პროტეინის სმუზი
•    200გ სოიოს რძე
•    100გ ტოფუ
•    100გ მოცვი (გაყინული)

მომზადების ინსტრუქცია

მოცვის სმუზი ორნაირად შეგიძლიათ მოამზადოთ:
1.    ტკბილი სმუზი - აუცილებლად მოეწონებათ ბავშვებს და ტკბილის მოყვარულებს. ის ისეთივე გემრიელია, როგორც გამოიყურება. 
2.    პროტეინის სმუზი - ეს ცილებით გაჯერებული სასმელი შესანიშნავია ვარჯიშის შემდეგ, ლამაზი კუნთებისა და კანისთვის.

სმუზის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ გაყინული ხილი. ასე ხილი უკეთ შესქელდება, ხოლო სასმელს გამაგრილებელი ეფექტიც ექნება. თუ სმუზის მომზადებას დილით აპირებთ, უმჯობესია ხილი მთელი ღამით საყინულეში დატოვოთ.

სმუზის მოსამზადებლად უბრალოდ ერთად დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი და სულ ეს არის. გემრიელად მიირთვით.

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები