მარწყვის და მოცვის გალეტი

  • 90 წუთი
  • საშუალო
  • 8

მარწყვის და მოცვის გალეტი

  • 90 წუთი
  • საშუალო
  • 8

ინგრედიენტები

260 გ ფქვილი
50 გ შაქრის პუდრი
მწიკვი მარილი
125 გ ცივი კარაქი
1 კვერცხის გული

ზევიდან გადასასმელად:
1 კვერცხის გული
2 ს.კ ყავისფერი შაქარი

გულსართისთვის:
300 გ მარწყვი
200 გ მოცვი
2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
1 ლიმონის ცედრა
 

მომზადების ინსტრუქცია

ცომის მოსამზადებლად მოზრდილ ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები - ფქვილი, შაქრის პუდრი და მარილი. ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და კარგად დაამუშავეთ ხელით, უნდა მიიღოთ ფხვიერი, ფქვილისებრი მასა

დაუმატეთ კვერცხის გული და 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი. გადაზილეთ და სწრაფად შეკარით ცომი. 

ცომის გუნდა გააბრტყელეთ 2 პერგამენტს შორის, შეინახეთ მაცივარში 20 - 30 წუთით.

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე. კენკრა გარეცხეთ და გააშრეთ. მარწყვი დაჭერით რგოლებად. გამოიღეთ მაცივრიდან ცომი, დაალაგეთ კენკრა, დაუტოვეთ 2-3 სანტიმეტრიანი კიდეები, კენკრას მოაყარეთ შაქარი და მოახეხეთ ლიმონის ცედრა, გადაუკეცეთ გვერდები. ცომს გადაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ ყავისფერი ან თეთრი შაქარი და გამოაცხვეთ 30-40 წუთი, ან ვიდრე ცომი სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები