მოცვის მაფინები

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 18

მოცვის მაფინები

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 18

ინგრედიენტები

210 გ კარაქი

225 გ შაქარი

2 კვერცხი

1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი ან შაქრიანი ვანილი

1 ლიმონის ცედრა

240 გ ფქვილი

მწიკვი მარილი

10 გ საცხობი პუდრი (გამაფხვიერებელი)

120 მლ რძე

150 გ მოცვი

3 ს.კ. შაქარი მოსაყრელად

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.

ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით ფაფუკი, თეთრი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ასევე ოთახის ტემპერატურის კვერცხი სათითაოდ და კარგად გათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი.

მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში (ფქვილი, მარილი, პუდრი, ცედრა). კვერცხიან მასას მონაცვლეობით დაუმატეთ ფქვილი და რძე, განაგრძეთ თქვეფა ვიდრე სრულად არ გაიხსნება ყველა ინგრედიენტი.

მოცვის ნაწილი დაჭყლიტეთ ჩანგლით. მოცვი შეურიეთ ცომს და ფრთხილად ამოურიეთ. მაფინის ყალიბებს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, ზედმეტი ფქვილი გადმობერტყეთ. ან გამოიყენეთ ქაღალდის ფორმები. ცომი გაანაწილეთ ყალიბებში, შეავსეთ ყალიბის ¾, გამოგივათ დაახლოებით 16 -18 ცალი. მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ 30-40 წუთი ან ვიდრე ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.

შეინახეთ თავღია, რომ შეინარჩუნოთ ხრაშუნა ზედაპირი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები