წითელი ჩერის და ბადრიჯნის თბილი სალათა ტაჰინის დრესინგით

  • 4
  • 40 წუთი
  • საშუალო

წითელი ჩერის და ბადრიჯნის თბილი სალათა ტაჰინის დრესინგით

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

1 საშუალო ბადრიჯანი

500 გ წითელი ჩერი

1 ქილა კონსერვირებული მუხუდო (320გ)

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი

70 გ სალათის ფოთლები (უმჯობესია რუკოლა)

20 გ ქინძი

დრესინგი:

2 ს/კ ტაჰინი

1/2 ლიმონის წვენი

1 კბილი ნიორი

მარილი, პილპილი

მომზადების ინსტრუქცია

გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ბადრიჯანი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად, ჩერი გავჭრათ ორად, მუხუდოს გადავუწუროთ სითხე და შევაშროთ. ყველაფერი მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გამოვაცხოთ 30 წუთი ან ვიდრე ბოსტნეული მსუბუქად არ მოიბრაწება, ხოლო ბადრიჯანი დარბილდება.
დავჭრათ რუკოლა და ქინძი, მოვათავსოთ ერთ მოზრდილ ჯამში.

 

მოვამზადოთ დრესინგი – ტაჰინი, ლიმონის წვენი და გახეხილი ნიორი კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 1-2 ს/კ ცივი წყალი, რომ მივიღოთ თხევადი კონსისტენცია, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

დრესინგი მოვასხათ ჯერ კიდევ თბილ ბოსტნეულს და გემრიელად მივირთვათ!

მომზადების ეტაპები

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები