საშემოდგომო სალათა შუშა კიტრით და სიმინდით
- 4
-
30 წუთი
-
მარტივი
-
საშემოდგომო სალათა შუშა კიტრით და სიმინდით
-
30 წუთი
-
მარტივი
-
4
ინგრედიენტები
2-3 სიმინდის ტარო
10 გ ზეითუნის ზეთი
2 შუშა კიტრი
1 ავოკადო
2 ცალი ვაშლატამა ან ატამი
½ წითელი ხახვი
20 გ ცოცხალი ქინძი
1 ჩ/კ თაფლი
1 ლაიმის წვენი
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია
სიმინდის ტარო გააცალკევეთ მარცვლებისგან და შეწვით ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში.
კიტრი და ავოკადო დაჭერით სასურველ ზომებად.
მოათავსეთ ერთ მოზრდილ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ამოურიეთ.
დაუმატეთ დაჭრილი ვაშლატამა, ხახვი და ქინძი. თუ ატამს გამოიყენებთ, უმჯობესია გათლა.
დრესინგის მოსამზადებლად კარგად გადაურიეთ ლაიმის წვენი და თაფლი, მოასხით სალათას, გააფორმეთ ქინძის ფოთლებით.