კიტრის, ნესვის და საზამთროს სალათა
- 2
-
15 წუთი
-
მარტივი
-
კიტრის, ნესვის და საზამთროს სალათა
-
15 წუთი
-
მარტივი
-
2
ინგრედიენტები
200 გ საზამთრო
200 გ ნესვი
2 შუშა კიტრი
80 გ ყველი ფეტა
½ წითელი ხახვი
2-3 ღერო პიტნა
მარილი, პილპილი გემოვნებით
½ ლაიმის ან ლიმონის წვენი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადების ინსტრუქცია
საზამთრო და ნესვი დაჭერით თანაბარი ზომის კუბებად. მოათავსეთ განიერ ლანგარზე.
კიტრი გაჭერით სიგრძეზე და შემდეგ დაჭერით სასურველი ზომის ნახევარ რგოლებად. ხახვი დაჭერით ნახევარმთვარეებად. დაალაგეთ ლანგარზე, მოაყარეთ ხელით დაფშვნილი ფეტა, შეაგემეთ მარილით და პილპილით, მოასხით ლაიმის წვენი და ზეთი, გააფორმეთ პიტნის ფოთლებით, რომელიც მხოლოდ დეკორი არ არის, იდეალურად აბალანსებს სალათის არომატს.
მომზადების ეტაპები