სპარსული სალათა “შირაზი”

  • 2
  • 15 წუთი
  • მარტივი

სპარსული სალათა “შირაზი”

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

2 მოზრდილი ვარდისფერი პომიდორი

400 გ კოქტეილ კიტრი

½ წითელი ხახვი

3 ს/კ ზეითუნის ზეთი

1 ლიმონის წვენი

მარილი, პილპილი გემოვნებით

4 ღერო პიტნის ფოთლები

მომზადების ინსტრუქცია

პომიდორი, კიტრი და ხახვი დაჭერით თანაბარი ზომის პატარა კუბებად. წვრილად დაკეპეთ პიტნის ფოთლებიც. ყველაფერი გააერთიანეთ მოზრდილ თასში.
ზეთი და ლიმონის წვენი კარგად შეანჯღრიეთ პატარა ქილაში, მოასხით სალათას, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. მირთმევამდე მაცივარში გააჩერეთ 10-15 წუთი, საუკეთესო არომატის მისაღებად.

მომზადების ეტაპები

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები