მედიტერანული სალათა
-
15 წუთი
-
მარტივი
-
4
ინგრედიენტები
1 ჭიქა მოხარშული ან კონსერვირებული მუხუდო
300 გ ჩერი პომიდორი
300 გ მინი კიტრი
½ წითელი ხახვი
100 გ ყველი ფეტა
3-4 ღერო ოხრახუში
მარილი, პილპილი გემოვნებით
2-3 მწიკვი სუმახი
საკმაზი
½ ლიმონის წვენი
1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
1 კბილი ნიორი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადების ინსტრუქცია
ცილებით მდიდარი სალათა მედიტერანული სამზარეულოდან, სწრაფი და მარტივი გადაწყვეტაა, როცა მსუბუქი და ამავდროულად ნოყიერი ლანჩი გჭირდება.
ბოსტნეული დავჭრათ პატარა კუბებად, ერთ ჯამში მოვათავსოთ დაჭრილი ჩერი პომიდორი, კიტრი, ხახვი, მოხარშული მუხუდო, პატარა კუბებად დაჭრილი ფეტა, წვრილად დაკეპილი ოხრახუში.
სოუსის მოსამზადებლად პატარა ქილაში აანჯღრიეთ ყველა ინგრედიენტი, მოასხით ბოსტნეულს და კარგად გადაურიეთ.