კუსკუსის სალათა ბერძნულად
კუსკუსის სალათა ბერძნულად
ინგრედიენტები
140 გ კუსკუსი
300 კიტრი
300 გ ნაირფერი ჩერი
10 გ ოხრახუში
10 გ პიტნა
10 გ კამა
3 ღერო მწვანე ხახვი
½ ჭიქა ზეთისხილი
100 გ რუკოლა ან სხვა სალათის ფოთოლი
2 ავოკადო
100 გ ყველი ფეტა
მარილი, პილპილი გემოვნებით
1/2 – 1 ლიმონის წვენი
3 ს/კ ზ.ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია
სალათის მომზადებას ვიწყებთ კუსკუსით – ვათავსებთ ჯამში და ვასხამთ მდუღარე წყალს, შეფუთვაზე მითითებული პროპორციით. ვამატებთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთს, მწიკვ მარილს, ვურევთ და ვახურავთ ხუფს მჭიდროდ, ველოდებით კუსკუსის მომზადებას 10-15 წუთი.
სანამ კუსკუსი გაღვივდება, ვჭრით ბოსტნეულს სასურველ ნაჭრებად, მწვანილს წვრილად.
მოზრდილ ჯამში ვათავსებთ ყველა ინგრედიენტს, მოვასხამთ დარჩენილ ზეთს, მოვაწურავთ ლიმონის წვენს, მოვაყრით მარილს და პილპილს. კარგად ავურევთ და ბოლოს მოვაფშვნით ყველს.
ეს სალათა მაცივარში ინახება 2-3 დღე.
მომზადების ეტაპები