ინდოეთში ამბობენ, რომ ძილის დროს თავი ჩრდილოეთისკენ არუნდა გედოთ. ამ პოსტში ავხსნით ამ ძველი წეს-ჩვეულების არსს.
სხეულის ინჟინერია
ადამიანის გული სხეულის ზედა ნახევარში იმიტომ არის მოთავსებული, რომ გრავიტაციის მიმართულებით (ანუ ზევიდან ქვევით) სისხლი უფრო მარტივად მიედინება, ვიდრე ქვემოდან ზემოთ. ორგანიზმში ზევით მიმართული სისხლძარღვები განსხვავებულადაა მოწყობილი. რაც უფრო მაღლაა, მით უფრო წვრილდება, ისე რომ ერთი წვეთით მეტის ატანაც კი არ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ ერთით მეტი წვეთი ავა, შესაძლოა მოხდეს სისხლჩაქცევა.
ადამიანების უმეტესობას აქვს მცირე სისხლჩაქცევები.
ეს შეუძლოდ არ გაგხდით, მაგრამ შეიძლება ზიანი მაინც მოგაყენოთ, მაგალითად, გახდეთ უფრო ზარმაცი და მოდუნებული. თუ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციეთ, ადამიანის ინტელექტი 35 წლის ასაკის შემდეგ ქვეითდება. ძირითად საქმიანობას ადამიანი მეხსიერების წყალობით ახორციელებს და არა ინტელექტის მეშვეობით.
რა ხდება როცა თავს ჩრდილოეთის მხარეს დებს?
თუ სისხლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაგალითად ანემია, ექიმი პირველ რიგში გამოგიწერთ რკინას. რკინა, როგორც ნივთიერება, სისხლში ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. დედამიწის მაგნიტური ველი დიდ როლს თამაშობს პლანეტის ქცევაში, მაგნიტი კი იზიდავს რკინას.როდესაც სხეული ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, პულსის სიხშირე დაბლა იწევს. სხეული ამ მოქმედებას იმიტომ ასრულებს, რომ სისხლი იგივე დოზით არ ავიდეს თავში და რაიმე არ დააზიანოს.შესაბამისად, თუ თავს ჩრდილოეთისკენ დადებთ და ამ პოზაში 7 ან 8 საათუ დარჩებით, მაგნიტური წნევის ძალა ზედმეტად დააწვება თქვენს ტვინს, ანუ თავში მეტი სისხლი კონცენტრირდება.თუ გარკვეული ასაკის ზემოთ ხართ და თქვენი სისხლძარღვები სუსტია, ამან შეიძლება სისხლჩაქცევა და დამბლის დაცემაც კი გამოიწვიოს. თუ თქვენი ორგანიზმი საკმარისად ძლიერია, შეიძლება არაფერი არ დაგემართოთ, თუმცა დილით შეიძლება აჟიტირებულმა, სიმშვიდე დაკარგულმა გაიღვიძოთ, რადგან ტვინში ნორმაზე მეტი სისხლის მიმოქცევა იქნება.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი დღე რომ ასე დაიძინოთ აუცილებლად რაღაც დაგემართებათ. მაგრამ თუ ყოველდღე ასე გძინავთ, მაშინ პრობლემები შეიძლება შეგექმნათ. რა ტიპის პრობლემები ეს უკვე თქვენი ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ეს განსაკუთრებით იმათ უნდა გაითვალისწინონ, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს. თუმცა ეს რჩევა ყველასთვის გასათვალისწინებელია, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევს.
რომელია ყველაზე კარგი მიმართულება ძილისთვის?
საუკეთესო აღმოსავლეთია. ჩრდილო–აღმოსავლეთს არაუშავს. დასავლეთი კარგია. სამხრეთი –თუ სხვა გზა არ გაქვთ. ჩრდილოეთი, არა! ეს მართალია იმ შემთხვევაში თუ თქვენ იმყოფებით დედამიწის ჩრდილო ნახევარ-სფეროში - ნებისმიერი მიმართულება გარდა ჩრდილოეთისა, გამოდგება ძილისთვის. ხოლო თუ თქვენ იმყოფებით სამხრეთ ნახევარ-სფეროში, მაშინ სამხრეთისკენ არ უნდა დადოთ თავი.
ლოგინიდან ადგომის სწორი მხარე
ყველამ ვიცით რომ გული ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა ორგანიზმისთვის. ეს სადგური, რომელიც ორგანიზმს სიცოცხლით ტუმბავს სხეულის მარცხენა მხარეს მდებარეობს.
ინდოეთში ამბობენ რომ, ლოგინიდან როცა დგები, ყოველთვის მარჯვენა მხარეს უნდა გადაბრუნდე და ისე ადგე. როცა სხეული მოდუნებულია, ორგანიზმის მეტაბოლიზმი დაბალია. ადგომის დროს, მისი გააქტიურება გარკვეული ბიძგით ხდება. ამიტომ თუ მოდუნებული ხართ, მარჯვენა მხარეს უნდა გადაბრუნდეთ და ისე ადგეთ, რადგან მარცხნივ გადაბრუნების შემთხვევაში, გულზე მიიტანთ ზედმეტ წნევას/დაწოლას.