ნეპალური საწებელი პომიდვრით (achar)

  • 4
  • 30 წუთი
  • მარტივი

ნეპალური საწებელი პომიდვრით (achar)

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

500 გ პომიდორი

50 გ თეთრი სეზამი

3 კბილი ნიორი

15 გ გახეხილი ჯანჯაფილი

½ მწვანე ან წითელი წიწაკა

1 ჩ/კ ძირა

2 ს/კ ზეითი

½ ლაიმის ან ლიმონის წვენი

მარილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
პომიდვრები მოათავსეთ საცხობ ლანგარზე, წიწაკასთან და ნიორთან ერთად, მოასხით ზეთი და შეწვით 20-25 წუთი ან სანამ არ მოიბრაწება.

მშრალ ტაფაზე მოხალეთ სეზამი ოქროსფერ შეფერილობამდე. დანაყეთ ან დააბლენდერეთ მსხვილად.

ბლენდერში მოათავსეთ კანგაცლილი მომწვარი პომიდორი, წიწაკა, ნიორი, სეზამი, ჯანჯაფილი, მარილი და სანელებლები. დააბლენდერეთ სასურველ ტექსტურამდე. დაამატეთ ლიმონის წვენი, ხოლო ქინძის ფოთლები სურვილისამებრ. გასინჯეთ და შეუსწორეთ მარილი საჭიროებისამებრ.

საწებელი უნდა იყოს სქელი, არომატული, ოდნავ მჟავე და ცხარე, ტექსტურაც იგრძნობოდეს.
მიირთვით შემწვარ ბოსტნეულთან, ქათამთან, თევზთან, ბრინჯთან ან კარტოფილთან ერთად.

მომზადების ეტაპები

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები