პოკეს თასი

  • 2
  • 30 წუთი
  • მარტივი

პოკეს თასი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

ბრინჯისთვის:

120 გ სუშის ბრინჯი

150 მლ წყალი

2 ს/კ ბრინჯის ძმარი

1 ჩ/კ შაქარი

½ ჩ/კ მარილი

 

თასისთვის:

200 გ მყარი ტოფუ

1 ავოკადო

200 გ მინი კიტრი

80 გ ბოლოკი

1/4 იისფერი კომბოსტო

4 ღერო მწვანე ხახვი

2 ჩ/კ მოხალული სეზამის მარცვლები

1 ნორის ფურცელი

 

სოუსი:

2 ს/კ სოიას სოუსი

1 ს/კ სეზამის ზეთი

1 ჩ/კ ბრინჯის ძმარი

1 ჩ/კ ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი

1 კბილი ნიორი

მომზადების ინსტრუქცია

ბრინჯი გარეცხეთ გამდინარე წყალში, იქამდე, სანამ გამჭვირვალე წყალი არ გაუვა.
მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 150 გ წყალი, დაახურეთ თავსახური და შემოდგით ქურაზე, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 12 წუთი, მნიშვნელოვანია ქვაბს არ მოხადოთ ხუფი ხარშვის პროცესში. თავდახურული გააჩერეთ ხარშვის შემდეგ კიდევ 15 წუთი.
ბრინჯის ძმარი, შაქარი და მარილი აურიეთ და შეათბეთ, რომ შაქარი გაიხსნას, დაასხით ბრინჯს და კარგად გადაურიეთ.

ტოფუ შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, დაჭერით კუბებად და შეწვით ცოტაოდენ ზეთში, სასურველია სეზამის ზეთი, უკეთესი არომატისთვის, დაასხით 2 ჩ/კ სოიას სოუსი, როდესაც შეიწოვს, გამორთეთ ქურა.

ბოსტნეული დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
სოუსის ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
ორ თასში გაანაწილეთ ბრინჯი, ტოფუ და ბოსტნეული, მოაყარეთ სეზამი, დაჭრილი მწვანე ხახვი და ნორი. მოასხით სოუსი.

მომზადების ეტაპები

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები