ვეგეტარიანული ტაკო ჩერი პომიდვრით და ავოკადოთი

  • 4
  • 40 წუთი
  • საშუალო

ვეგეტარიანული ტაკო ჩერი პომიდვრით და ავოკადოთი

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

1 მოზრდილი ტკბილი კარტოფილი

1 ჩ/კ კვლიავი, 1 ჩ/კ პაპრიკა, ½ ჩ/კ ჩილის ფანტელი, ½ ჩ/კ ნივრის ფხვნილი, მარილი გემოვნებით

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

½ ქილა კონსერვირებული ლობიო

4 ს/კ ტკბილი სიმინდი

400 გ ჩერი პომიდორი

½ – 1 ჰალაპენიო

150 გ გახეხილი ყველი (გაუდა ან ჩედარი)

2 ავოკადო

2 ლაიმი

200 გ არაჟანი

3-4 ღერო ქინძი

ლავაში ან ტორტია

მომზადების ინსტრუქცია

ბატატი გავთალოთ, დავჭრათ პატარა კუბებად, მოვაყაროთ სანელებლები, ზეთი და ამოვურიოთ, შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 200°-ზე 15 წუთი ან მზადყოფნამდე.
ამოვჭრათ 11-12 სმ დიამეტრის ლავაშები. ეს გულსართი გეყოფათ 20 ცალ ლავაშზე.
გამომცხვარ ბატატს დავუმატოთ ლობიო, დაჭრილი ჩერი, სიმინდი, ჰალაპენიო, მოვასხათ ლაიმის წვენი და გავანაწილოთ ლავაშში, დავუმატოთ ყველი და გადავუსვათ ცოტაოდენი ზეთი, რომ კარგად მოიბრაწოს, გამოვაცხოთ 200°-ზე 10-15 წუთი.
ავოკადო დავჭყლიტოთ ჩანგლით, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ლაიმის წვენი.
ტაკოები მიირთვით ავოკადოსთან და არაჟანთან ერთად, მოაყარეთ ქინძის ფოთლები და დამატებით მოასხით ლაიმის წვენი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები