ჩერის და კიტრის აპეტაიზერი
ჩერის და კიტრის აპეტაიზერი
ინგრედიენტები
200 გ ჩერი პომიდორი
200 გ კიტრი
100 გ ყველი ფეტა
½ ავოკადო
½ ლიმონის წვენი
მწიკვი მარილი, პილპილი, ხმელი ორეგანო, დაღერღილი წიწაკა.
მომზადების ინსტრუქცია
ეს ელეგანტური აპეტაიზერი საზეიმო სუფრას კიდევ მეტ სიხალისეს შესძენს, მოამზადეთ მარტივად მინიმალური ინგრედიენტებით.
ბოსტნეული და ყველი დაჭერით თანაბარი ზომის კუბებად, პომიდვრები გაჭერით შუაზე.
დაალაგეთ დაფაზე და მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ სანელებლები.