2 სტაფილო
1 ვაშლი
¼ ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
ეს ერთი შეხედვით სტანდარტული სტაფილო-ვაშლის წვენი „ნამუმ“ პატარ-პატარა საიდუმლო ინგრედიენტებით გაამდიდრა.
სტაფილოს წვენი მდიდარია C, E და A ვიტამინით, კალიუმით, აძლიერებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებსმხედველობაზე და კანზე. ასევე, იდეალურია ჰიდრატაციისთვის.
წვენში დამატებული მწიკვი დაფქული დარიჩინი სასმელს ანტიბაქტერიულ და ანტიანთებით თვისებებს ანიჭებს. კიდევერთი დამატებითი ინგრედიენტი – ზეითუნის ზეთი, ორგანიზმს სტაფილოს წვენში შემავალი A და E ვიტამინების შეწოვაშიდაეხმარება, რადგან ისინი მხოლოდ ცხიმში იხსნებიან.
შეგიძლიათ საუზმე ერთი ჭიქა წვენით ჩაანაცვლოთ, ან მიიღოთ დღის განმავლობაში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
გიზიარებთ იმუნიტეტის გასაძლიერებელ სტაფილოს წვენის რეცეპტს.
გარეცხეთ და გაასუფთავეთ ვაშლი და სტაფილო და დაწურეთ წვენსაწურში. ჭიქაში დაუმატეთ დარიჩინი და ზეითუნისზეთი, მოურიეთ კოვზით და მიირთვით.
არ დაიზაროთ, დაწურეთ წვენი. გისურვებთ ჯანმრთელობას.