70 გრ ჯანჯაფილი
3 – 4 როზმარინის ღერო
2 – 3 ლიმონი
3 სკ თაფლი
1 ლიტრი წყალი
ჯანჯაფილი გავთალოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ პატარა ქვაბში 1 ლიმონის კანთან, როზმარინის ღეროსთან და 200 გრამ წყალთან ერთად. შემოვდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ. გასაგრილებლად ქვაბშივე დავტოვოთ. 10-15 წუთის შემდეგ გადავწუროთ, არომატულ სითხეს დავუმატოთ თაფლი, მინიმუმ 3 სუფრის კოვზი ან თქვენი გემოვნებით. სითხე სანამ თბილია, თაფლი მარტივად გაიხსნება.
გავწუროთ ლიმონი, შევურიოთ ჯანჯაფილის არომატიან ნაყენს, დავასხათ დარჩენილი 800 მლ. ცივი წყალი და კარგად ავურიოთ, სურვილისამებრ დავუმატოთ ყინულის კუბები.