იტალიური წვნიანი მინესტრონი
-
40 წუთი
-
საშუალო
-
4
ინგრედიენტები
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 თავი ხახვი
1 ს/კ ტომატის პასტა
3 კბილი ნიორი
2 ნიახურის ღერო
2 სტაფილო
3-4 ცალი ვარდისფერი პომიდორი
1 ჭიქა თეთრი ლობიო (მოხარშული ან კონსერვირებული)
1 მომცრო ყაბაყი
1/2 ჭიქა მაკარონი
კეილი, ოხრახუში
ხმელი ორეგანო, ქონდარი, წითელი წიწაკა
1 ლიტრი ბულიონი ან წყალი
პარმეზანი სერვირებისთვის
მომზადების ინსტრუქცია
გარეცხეთ და დაჭერით ბოსტნეული – ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო და ყაბაყი ნახევრებად. მსხვილ სახეხზე გახეხეთ პომიდორი.
ქვაბში მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ ტომატის პასტა და გააგრძელეთ შუშვა, ვიდრე ხახვი არ დარბილდება და მოიბრაწება. დაუმატეთ სტაფილო, ნიახური და ნიორი. გააგრძელეთ შუშვა, დაამატეთ გახეხილი პომიდორი და დაადუღეთ თავდახურული.
შემდეგ დაასხით წყალი ან ბულიონი და ჩაყარეთ დაჭრილი ყაბაყი, მოხარშული ლობიო და მაკარონი. მოხარშეთ თავდახურული, ვიდრე მაკარონი ამ მომზადდება. დაუმატეთ სანელებლები და გაუსინჯეთ გემო, საჭიროებისამებრ შეუსწორეთ მარილი.
სულ ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კეილის ფოთლები (სურვილისამებრ) და ოხრახუში.
სერვირებისას მოახეხეთ პარმეზანი ან მსგავსი ყველი.