მოცვის ჩიზქეიქი ფილოს ცომით

  • 4
  • 60 წუთი
  • საშუალო

მოცვის ჩიზქეიქი ფილოს ცომით

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

8 ფირფიტა ფილოს ცომი

20 გ შაქარი

70 გ კარაქი

 

 

კონფი:

150 გ მოცვი

30 გ შაქარი

½ ლაიმის წვენი

5 გ სახამებელი

 

გულსართი:

200 გ ლაბნე

5 გ სახამებელი

15 გ შაქრის პუდრი

5 გ ვანილის პასტა

მომზადების ინსტრუქცია

კონფის მოსამზადებლად გააერთიანეთ ყველა ინგრედიენტი და შემოდგით ქურაზე, ხარშეთ 2-3 წუთი.

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

გულსართის მოსამზადებლად გააერთიანეთ ყველა ინგრედიენტი და გათქვიფეთ. დაუმატეთ 1-2 ს/კ მოცვის კონფი და მსუბუქად აურიეთ.

ფილოს ფირფიტას გადაუსვით დამდნარი კარაქი, მოაყარეთ ½ – 1 ჩ.კ ოდენობის შაქარი, დაადეთ მეორე ფირფიტა და გადაუსვით ცხიმი. სიგანეზე შეკეცეთ, შემდეგ მოამრგვალეთ, ჩატკეპნეთ ცენტრში სადაც ჩაასხამთ ლაბნეს გულსართს.

მომზადებული ნამცხვრები მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 20 წუთი ან ვიდრე ცომი ოქროსფერს არ მიიღებს, შეაგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი, მოასხით მოცვის კონფი.

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები