ლაიმის მინანქრიანი ორცხობილები
- 9
-
40 წუთი
-
მარტივი
-
ლაიმის მინანქრიანი ორცხობილები
-
40 წუთი
-
მარტივი
-
9
ინგრედიენტები
115 გ კარაქი
150 გ შაქარი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 კვერცხი
220 გ ფქვილი
1/2 ჩ/კ სოდა
მწიკვი მარილი
1 ჭიქა შაქრის პუდრი
1/2 ლაიმის წვენი
ლაიმის ნაჭრები
მომზადების ინსტრუქცია
ოთახის ტემპერატურის, რბილი კარაქი და შაქარი აურიეთ ნიჩბის დახმარებით, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, შემდეგ ოთახის ტემპერატურის კვერცხი და სათქვეფით გააერთიანეთ.
დააცერით ფქვილი, სოდა და მარილი. მოურიეთ ნიჩბით, რომ ფქვილი შეერიოს.
გააკეთეთ 9 ცალი თანაბარი ზომის ბურთი და 15 წუთით შეინახეთ საყინულეში.
გააცხელეთ ღუმელი 190°-ზე.
საცხობ ქაღალდზე დაალაგეთ ცომის ბურთები და გამოაცხვეთ მხოლოდ 10, მაქსიმუმ 12 წუთი! ეს მნიშვნელოვანია, რომ ორცხობილები არ გამოშრეს და სინოტივე შეინარჩუნოს.
გააგრილეთ ცხაურაზე და შეუდექით მინანქრის მომზადებას – შაქრის პუდრი და ლაიმის წვენი აურიეთ, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა, ამოავლეთ ორცხობილები და დაადეთ ლაიმის პატარა ნაჭერი.