აჯაფსანდალი-სალათის ვერსია

  • 4
  • 60 წუთი
  • საშუალო

აჯაფსანდალი-სალათის ვერსია

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

3 საშუალო ზომის ბადრიჯანი

3 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა

2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

400 გ მწიფე ვარდისფერი პომიდორი

100 გ ჩერი პომიდორი

1 თავი წითელი ხახვი

½ ცხარე წიწაკა

2 კბილი ნიორი

მარილი, პილპილი გემოვნებით

4-5 ს/კ ზეითუნის ზეთი

3 ს/კ ძმარი

½ კონა ქინძი და ოხრახუში სერვირებისთვის

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 200°-ზე.
ბულგარული წიწაკები და ბადრიჯანი დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად. მოათავსეთ საცხობ ლანგარზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ზეთი და გამოაცხვეთ, ვიდრე ბადრიჯანი არ დარბილდება და მოიბრაწება. შესაძლოა ბულგარული მალევე მოიწალოს და ადრევე გამოიღეთ, ბადრიჯანი მოამზადეთ შეწითლებამდე. დაახლოებით 20-35 წუთი დასჭირდება.

პარალელურად, დაჭერით პომიდორი საშუალო კუბებად, ჩერი გაჭერით შუაზე, ხახვი დაჭერით ალყა-ალყად, მოათავსეთ დიდ თასში და აქვე ჩაამატეთ ჯერ კიდევ თბილი, გამომცხვარი ბოსტნეული, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ნიორი, დამატებით ზეთი (სურვილისამებრ) და ძმარი. კარგად აურიეთ და მიირთვით თბილი, გაფიცხებულ პურთან ერთად.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები