ლიმონის დესერტი
ლიმონის დესერტი
ინგრედიენტები
400 გ ნაღები 38%
100 გ შაქარი
75 მლ ლიმონის წვენი
4 ლიმონი (თუ ლიმონის კანს იყენებთ სერვირებისთვის)
მომზადების ინსტრუქცია
ლიმონი გაჭერით ორად და კოვზის დახმარებით ამოაცალეთ რბილობი. გაწურეთ წვენი, მხოლოდ 75 მლ დაგვჭირდება დესერტისთვის, დანარჩენი გამოიყენეთ ლიმონათის მოსამზადებლად. დესერტი ასევე შეგიძლიათ მიართვათ ჭიქებით ან ჯამებით.
ნაღები და შაქარი გააერთიანეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, წამოადუღეთ მსუბუქად და ცხელივე დაასხით წინასწარ გაწურულ ლიმონის წვენს, სწრაფად მოურიეთ, მასა დაიწყებს გასქელებას და მომენტალურად ჩაასხით ლიმონის “ჯამებში” ან სერვირების ჭიქებში.
შეინახეთ მაცივარში 1-2 საათით ან ვიდრე არ გაგრილდება.
უკვე გაგრილებულს, მოაყარეთ შაქარი და მოწვით კარამელიზატორით.