ჩერი პომიდვრის ჩისქეიქი

  • 7
  • 60 წუთი
  • მარტივი

ჩერი პომიდვრის ჩისქეიქი

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 7

ინგრედიენტები

ჩიზქეიქის ფორმა და შემდეგი ინგრედიენტები:
200 გ კრეკერი
100 გ დამდნარი კარაქი

ყველის მასისთვის:
300 გ კრემყველი
150 გ არაჟანი
150 გ გახეხილი ჩედარი
2 ცალი კვერცხი
1 სკ სიმინდის სახამებელი
მარილი
შავი პილპილი

საკმაზი

არაჟნის ტოპინგისთვის:
200 გ არაჟანი
1 ცალი ლიმონის ცედრა
ნახევარი ლიმონის წვენი
მარილი

პომიდორის სოუსისთვის:
300 გ ჩერი პომიდორი
2 სკ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
ნახევარი ლიმონის ცედრა
ორეგანო
მწიკვი მარი

მომზადების ინსტრუქცია

ჩერი პომიდვრები დავჭრათ ნახევრებად. მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ლიმონის ცედრა, ორეგანო, მარილი.
დაფქულ ორცხობილას დავუმატოთ დამდნარი კარაქი, გადავიტანოთ ფორმაში, დავტკეპნოთ და შევინახოთ მაცივარში 30 წუთით.
ყველის მასის მოსამზადებლად ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი მოვათავსოთ თასში, გავაერთიანოთ და გადავიტანოთ გაციებულ კრეკერიან მასაზე. გავასწოროთ ზედაპირი და მოვათავსოთ ღუმელში 25 წუთით 180-200 გრადუსზე.
გამომცხვარი ჩიზქეიქი გავაგრილოთ, ზედაპირზე მოვათავსოთ არაჟნის ტოპინგი და ჩერი პომიდვრები.

გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები