ლაიმის და მოცვის ჟელე

  • 4
  • 5 საათი
  • მარტივი

ლაიმის და მოცვის ჟელე

  • 5 საათი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

120 მლ წყალი

80 მლ ლაიმის წვენი

50 გ შაქარი

40 გ ლურჯი მოცვი

10 გ ჟელატინის ფირფიტა

4-5 ცალი ლაიმი

მომზადების ინსტრუქცია

ლაიმი გაჭერით შუაზე და კოვზის დახმარებით ამოაცალეთ რბილობი. რბილობისგან გამოწურეთ წვენი.
ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში.
120 მლ წყალი, შაქარი, ლაიმის წვენი და მოცვი წამოადუღეთ. შაქარი უნდა გაიხსნას და მოცვმა სითხე შეაფერადოს. გადაწურეთ საწურზე და ცხელ სითხეში (არა მდუღარეში) ჩააგდეთ გაწურული ჟელატინი. მოურიეთ და გაანაწილეთ ლაიმის ნახევრებში. შეინახეთ მაცივარში გამყარებამდე.
4-5 საათის შემდეგ ჟელე საკმარისად მყარი იქნება იმისთვის, რომ დაჭრათ მეოთხედებად.

მომზადების ეტაპები

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები