ჩერის სალათა ატმით და ბლით
-
10 წუთი
-
მარტივი
-
4
ინგრედიენტები
2 ყველი ბურატა
500 გ ჩერი პომიდორი
300 გ ბალი
2 ატამი
3-4 ღერო რეჰანი
ახალდაფქული პილპილი და ზღვის მსხვილი მარილი გემოვნებით
15 მლ ზეითუნის ზეთი
10 მლ ბალზამირებული ძმრის სოუსი
მომზადების ინსტრუქცია
ყველი შეაშრეთ ხელსახოცზე. ჩერი პომიდორი დაჭერით ნახევრებად, ბალს ამოაცალეთ კურკა, ატამი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ ლანგარზე, ცენტრში დადეთ ბურატა, მოასხით ზეთი, ძმარი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. სულ ბოლოს კი გააფორმეთ რეჰანის ფოთლებით.
მომზადების ეტაპები