როგორ ავირიდოთ ფრენით გამოწვეული დაღლილობა
3 წუთიანი საკითხავი
როგორ ავირიდოთ ფრენით გამოწვეული დაღლილობა

მაღალი სიჩქარით მგზავრობა დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორ მოქმედებს ფრენა თქვენზე? უმეტესი ადამიანისთვის საკმაოდ არასასიამოვნო და დამღლელი შეგრძნებაა, რომელიც ხანდახან რამოდენიმე დღე გრძელდება. გარდა იმისა, რომ ერთ ადგილზე ჯდომა რამდენიმე საათი ისედაც დამღლელია, მაღალი სიჩქარით მოძრაობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის უხილავ ენერგეტიკულ სხეულზე (რასაც ასევე აურას უწოდებენ), რაც საკმაოდ დიდ ენერგიას გაცლით.

რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალსწინებით, ეს დაღლილობა უმეტესად შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ.

საკვები

ეცადეთ ფრენამდე და ფრენის შემდეგ 24 საათი, უმეტესად ისეთი საკვები მიიღოთ რომელიც ბევრ წყალს შეიცავს – ხილი და ბოსტნეული.

ფრენამდე 3 საათით ადრე ნუ შეჭამთ ისეთ საკვებს რომლის მონელებას დიდი დრო სჭირდება, მაგალითად: ხორცი ან შემწვარი საკვები. თუ ფრენა 3-4 საათზე მეტხანს არ გრძელდება უმჯობესია თუ ფრენის დროს არაფერს მიირთმევთ, მაქსიმუმ ხილი ან ჩირი, თუ ძალიან მოგშივდათ. დიდი მანძილის დროს რა თქმა უნდა მშიერი ვერ გაძლებთ, მაგრამ უმჯობესია ხორცისგან და მძიმედ მონელებადი საკვებისგან თავი შეიკავოთ.

წყალი

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი, ფრენამდე, ფრენის დროს და ფრენის შემდეგაც. წყალი ეხმარება ორგანიზმს ფუნქციების და დაკარგული ენერგიის აღდგენაში. ალკოჰოლურ სასმელებს და ნერვულ სტიმულატორებს უმჯობესია თავი აარიდოთ.

ჯდომის პოზა

გადაწოლილი ჯდომა არ არის საუკეთესო პოზა მგზავრობის დროს. მართალია კუნთებისთვის კომფორტულია, მაგრამ შიდა ორგანოების ფუნქცია კარგავს ქმედითუნარიანობას. ადამინის შიდა ორგანოები არ არის დაფიქსირებული, ისინი მოდუნებულად არის ჩამოკიდებული შემაერთებელ ქსოვილებზე. მხოლოდ ორი პოზა არის ორგანოებისთვის კომფორტული – სწორი ხერხემალი და ჰორიზონტალური ანუ მწოლიარე მდგომარეობა. აქედან გამომდინარე უმჯობესი იქნება თუ ისე დაჯდებით, რომ ხერხემალი სწორ მდგომაროებაში იყოს და სკამს უკან არ გადასწევთ.

მზის შუქი

თუ ამერიკის კონტინეტზე გიწევთ გამგზავრება ან პირიქით, ამ დროს შეიძლება დაგემართოთ სინდრომი რომელსაც ეძახიან jet lag-ს (ჯეთ ლაგ). ჯეთ ლაგი ბიოლიგოური რიტმის დარღვევას ნიშნავს, როცა თქვენ დროის სხვა ზონაში გადადიხართ და მას გადაღლილობა და უძილობა ახასიათებს.

იმისთვის, რომ ორგანიზმი კვლავ დასტაბილურდეს საუკეთესო საშუალებაა მზის სხივები მოხვდეს ხერხემალს. რა თქმა უნდა უმჯობესია მზეს შიშველი სხეულით ან თხელი/ გამჭვირვალე სამოსით მიეფიცხოთ. თუ მოახერხებთ, რომ ეს დღეში ორჯერ ან სამჯერ, 20-20 წუთით გააკეთოთ, თქვენი ორგანიზმი მალევე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

ეს მარტივი რჩევები თქვენს მგზავრობას ბევრად კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. სცადეთ და დააკვირდით შედეგებს.

გამოქვეყნების თარიღი: 07 ოქტომბერი, 2019წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები