ფოკაჩა სატაცურით და ჩერი პომიდვრით
ფოკაჩა სატაცურით და ჩერი პომიდვრით
ინგრედიენტები
500 გ ფქვილი
400 გ წყალი
5 გ მომენტალური საფუარი
5 გ შაქარი
10 გ მარილი
15 გ ზეითუნის ზეთი
400 გ სატაცური
300 გ ჩერი პომიდორი
5-6 ს/კ ზეთი ყალიბისთვის და ზედაპირისთვის
მსხვილი მარილი
ოხრახუშის ღეროები
მომზადების ინსტრუქცია
ცომის მოსამზადებლად ჯამში გააერთიანეთ ფქვილი, შაქარი, საფუარი, ნელ-თბილი წყალი და ზეთი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ბოლოს დაუმატეთ მარილი და საბოლოოდ გადაზილეთ.
ცხიმწასმულ ჯამში მოათავსეთ ცომი, გადაფუთეთ საკვები პარკით და მოათავსეთ მაცივარში ერთი ღამით.
მეორე დღეს ცომი გადაიტანეთ ზეთმოსხმულ ყალიბში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 40-60 წუთი, ცომი გაიშლება და მეტად აფუვდება.
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
ცომს მოასხით ზეითუნის ზეთი და თითებით გააკეთეთ ღრმულები, ცომზე დაალაგეთ სატაცური და პომიდვრები, მოაყარეთ მსხვილი ზღვის მარილი, გამოაცხვეთ 20-25 წუთი ან ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.
მომზადების ეტაპები