კიტრის გრანიტა
-
6 საათი
-
მარტივი
-
4
ინგრედიენტები
2 შუშა კიტრი
10 გ პიტნის ფოთლები
1 ლაიმის წვენი
2-3 ს/კ დამატკბობელი – თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი
მომზადების ინსტრუქცია
კუბებად დაჭრილი კიტრი, პიტნის ფოთლები, ლაიმის წვენი და დამატკბობელი მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით 120 მლ წყალი და დაატრიალეთ, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
მასა გადაიტანეთ საყინულესთან თავსებად ჭურჭელში და შედგით გასაყინად. ყოველ 30-40 წუთში ერთხელ გამოიღეთ ჭურჭელი და ჩანგლით აურიეთ, გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
ბოლომდე გაყინული გრანიტა სერვირების წინ 10 წუთით ადრე გამოიღეთ საყინულიდან, რომ მარტივად შეძლოთ ფორმირება.
გაანაწილეთ სანაყინეებში და მორთეთ პიტნის ფოთლებით.