ვარდისფერი პომიდვრის მინი გალეტები

  • 6
  • 60 წუთი
  • საშუალო

ვარდისფერი პომიდვრის მინი გალეტები

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

2 ვარდისფერი პომიდორი

100 გ იმერული ყველი

2 ღერო მწვანე ხახვი

მარილი, პილპილი

90 გ ფქვილი

15 გ ცეხვილი ფქვილი

50 გ კარაქი

1 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების ინსტრუქცია

ცომის მოსამზადებლად ორივე სახეობის ფქვილი, მწიკვი მარილი და კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი მოათავსეთ საკვების პროცესორში, დაატრიალეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ 1 – 2 ს/კ წყალი, ცომი უნდა შეიკრას, მომენტალურად შეწყვიტეთ მორევა, ცომი გადაფუთეთ საკვებ პარკში და შეინახეთ საყინულეში 10 წუთით.

 

გააცხელეთ ღუმელი 200°-ზე.

გახეხეთ ყველი და შეურიეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

პომიდორი დაჭერით მსხვილ რგოლებად.

 

გამოიღეთ ცომი, გაყავით 6 ნაწილად და მოამრგვალეთ. გააბრტყელეთ ფქვილის დახმარებით, დაჩხვლიტეთ ჩანგლით, გაანაწილეთ ყველი, დაადეთ პომიდვრის ნაჭერი და გადაუკეცეთ გვერდები, მოაყარეთ მარილი და პილპილი. სანამ ამზადებთ დანარჩენ გალეტებს, ყოველი მომზადებული შეინახეთ საყინულეში, ცომმა სიცივე რომ შეინარჩუნოს და ხრაშუნა გამოცხვეს.

 

გალეტები დაალაგეთ საცხობ ლანგარზე, მოასხით ზეთი და გამოაცხვეთ 30 წუთი ან ვიდრე არ მოიბრაწება.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები