ჩერი პომიდვრის სალათა კეილით და ავოკადოთი

  • 2
  • 10 წუთი
  • მარტივი

ჩერი პომიდვრის სალათა კეილით და ავოკადოთი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

100 გ კეილი

150 გ ნაირფერი ჩერი

2 მინი კიტრი

½ – 1 ავოკადო

50 გ ყველი ფეტა

50 გ ნებისმიერი თხილეული

1 ს/კ ზეითუნის ზეთი

1 ს/კ ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

კეილს მოვაცალოთ უხეში ღერო, ფოთოლი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, მოვაყაროთ ცოტა მარილი და ხელით დავსრისოთ, ამ მეთოდით დარბილდება და აღარ ექნება უხეში ტექსტურა.

დავჭრათ პომიდორი, კიტრი, ავოკადო, დავფშვნათ ყველი და ყველა ბოსტნეული მოვათავსოთ ლანგარზე, მოვასხათ ძმრის და ზეთის ნაზავი, მოვაყაროთ თხილეული, მარილი და პილპილი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები