ტარტი კიტრით და ტარხუნით

  • 8
  • 60 წუთი
  • საშუალო

ტარტი კიტრით და ტარხუნით

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 8

ინგრედიენტები

ტარტის ძირი:

170 გ უმაღლესი ხარისხის ფქვილი

30 გ ცეხვილი ფქვილი

100 გ ცივი კარაქი

მწიკვი შაქარი, მწიკვი მარილი

¼ ჭიქა ცივი წყალი

 

გულსართი:

200 გ ლაბნე 

130 გ არაჟანი

2 მოხარშული კვერცხი

1 კონა ტარხუნა

4-5 ღერო მწვანე ხახვი

1 ს/კ ლიმონის წვენი

მარილი, პილპილი გემოვნებით

2 ბოლოკი

2 კიტრი

რუკოლას ფოთლები სურვილისამებრ

მომზადების ინსტრუქცია

ტარტის ცომის მოსამზადებლად ჯამში შეურიეთ ფქვილი, ცივი, თხლად დაჭრილი კარაქი, მარილი, შაქარი და გააფხვიერეთ ხელით, დაუმატეთ წყალი და სწრაფად შეკარით ცომი, გააბრტყელეთ ყალიბის ზომაზე და შედეთ საყინულეში 10-15 წუთით.

 

გააცხელეთ ღუმელი 190°ზე.

 

ტარტის ყალიბს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, ჩადეთ და მოარგეთ ტარტის ცომი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით, დაადეთ სიმძიმე (ნებისმიერი ბურღულეული) და გამოაცხვეთ 20 წუთი, შემდეგი 10 წუთი სიმძიმის გარეშე. გააგრილეთ ცხაურაზე.

 

მოამზადეთ გულსართი: აურიეთ ლაბნე, არაჟანი, ლიმონის წვენი, გახეხილი კვერცხი, მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი.

თხლად დაჭერით კიტრი და ბოლოკი.

 

ტარხუნის გულსართი გადაუსვით გაგრილებულ ტარტს, დაალაგეთ კიტრი, ბოლოკი და რუკოლა. 

გემრიელად მიირთვით! 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები